გრიპი და გაციება


გრიპი თუ გაციება?
გაციებული ვარ, გრიპი მაქვსო, რამდენჯერ გითქვამს? მეც, უამრავჯერ. არადა, რამდენჯერაც ვიტყვი, იმდენჯერ მახსენდება, რომ სამედიცინო თვალით თუ შევხედავთ, სრულ სისულელეს ვამბობ. გრიპი და გაციება ორი სრულიად სხვადასხვა დაავადებაა. არადა, ამ ორ ტერმინს ყველა სინონიმებად ვიყენებთ. ჰო, საერთოც ბევრი აქვთ, მაგრამ რა ვქნა, სხვადასხვა დაავადებაა.

გრიპიც ვირუსია და გაციებაც?

ორივე ვირუსული დაავადებაა. გრიპს გრიპის ვირუსი იწვევს, გაციებას კი, მგონი, ყველა მოცლილი ვირუსი, რომელსაც არ „ეზარება“. სადღაც 200 სხვადასხვა „გამციებელი“ ვირუსია დათვლილი. ყველაზე ხშირი და მსუბუქი რინოვირუსია (თავსართი რინო ცხვირს აღნიშნავს და ალბათ ის იგულისხმება, რომ გაციებას ხშირი წმენდისგან გაწითლებული ცხვირი ახასიათებს).

და ამ რომელიმე ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის გარეშე ვერ „გაცივდები“, სულ რომ გაიყინო. იმიტომ რომ გაციება კი ტემპერატურული სიტყვაა, მაგრამ – კიდევ ერთხელ – ვირუსული დაავადებაა.

მოკლედ, გრიპიც ვირუსულია და გადამდებია. გაციებაც ვირუსულია და გადამდებია.

გაციება მსუბუქი დაავადებაა

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started